დააგემოვნეთ ქართული ისტორია

ᲩᲘᲜᲣᲠᲘ 2019
ქართლის წამყვანი თეთრი საღვინე ჯიშია, რომელიც მთელს რეგიონშია გავრცელებული (ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთში, შიდა ქართლში). მისგან ტრადიციულად ძალზე ჰაეროვან, დახვეწილ თეთრ ღვინოებს აყენებენ, თუმცა ხშირად სრულ ჭაჭაზე დავარგებული ჩინურებიც გვხვდება. ქართლის ზოგიერთ მხარეში გორულ მწვანესთან ან თავკვერთან ერთადაც წურავენ. ერთ-ერთი საუკეთესო ჯიშია ცქრიალა ღვინისთვის. ჩინური ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის, ატენურის უმთავრესი მონაწილეა.
საუკეთესო ადგილები - ატენი, ოკამი, მუხრანი, ლამისყანა, ბიწმენდი, ჯიღაურა, ტეზი, მეჯვრისხევი, ხიდისთავი, ძალისი.
ჩვენი ღვინისა და კერძის შეხამება:
ჩვენი ჭაჭაზე 6 თვის მანძილზე დავარგებული ჩინური სიმსუბუქით გამოირჩევა, ამიტომ მასთან საუკეთესო იქნება მოხარშული თევზი და მსუბუქი სალათები.
მეთოდი: ქვევრის ტრადიციული ქართლური ღვინო, 6 თვე ჭაჭაზე დავარგებული
ადგილი: ქართლი, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ძალისი
ჯიში: ჩინური
ალკოჰოლი: 12%
ფერი: მოლიმნისფრო-ჩალისფერი
სურნელი: პირველ რიგში მინდვრის ყვავილებისა და სხვა მცენარეულ ტონებს იგრძნობთ, ასევე ნედლი თხილისა და თეთრი ატმის არომატებს.
გემო: ნაზია და დახვეწილი, მსუბუქი ტანინებით.
მიტანის ტემპერატურა: 10–12°
Ჯილდო: ქართული ღვინის გილდია 2021 - ვერცხლის მედალი