top of page

დააგემოვნეთ ქართული ისტორია

ᲥᲘᲡᲘ  2019

ბოლო წლებში ძალზე პოპულარული გახდა ეს ჯიში და ყველაზე ხშირად მისგან ტრადიციულ, კახურ, ჭაჭაზე დავარგებულ ქარვისფერი ღვინოს აყენებენ ხოლმე, თუმცა კლასიკური თეთრი ღვინოებისთვისაც შესანიშნავი ჯიშია. მისგან ძლიერი, ტანინიანი და დასამახსოვრებელი არომატების მქონე ღვინოები დგება.

საუკეთესო ადგილები - არგოხი, მაღრაანი, ბაბანეური.

ჩვენი ღვინისა და კერძის შეხამება:

ერთ-ერთი საუკეთესო ღვინოა ჩაქაფულისთვის, თუმცა შემწვარი ფრინველი და მოხარშულ საქონლის ხორციც მოუხდება. ასევე არ დაგვავიწყდეს ცხვრის ყველიც.

მეთოდი: ქვევრის ტრადიციული კახური ღვინო, 6 თვე ჭაჭაზე დავარგებული

ადგილი: კახეთი, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფ. ოჟიო

ჯიში: ქისი

ალკოჰოლი: 13,5%

ფერი: ქარვისფერი

სურნელი: მწიფე ყვითელი ხილის არომატებს (ატამი) ჩირის ტონებიც ერთვის (გარგრის ჩირი).

გემო: ძლიერი ტანინების მქონე მძლავრი ღვინოა, სხეულიანი და ხანგრძლივი დაბოლოებით.

მიტანის ტემპერატურა: 12–14°

კონტაქტი

FOLLOW US

მოსაშვილის 24, 

თბილისი 0162, საქართველო

ტელეფონი: +995 599 904444

ფოსტა: info@39qvevri.ge

  • Zeichenfläche 16

LOCATION

©39QVEVRI

bottom of page